მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
იანვარი 15, 2015 at 17:00
#22621
Participant
სასამართლომ არასწორად გამოიყენა დელიქტური ნორმები ჩემი აზრით. დელიქტის შემთხვევაში სხვისთვის ზიანის მიყენება ხდება ისე რომ სამართალდამრღვევის ქონებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება (ანუ არც იზოგება და არც იზრდება), ხოლო უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ხდება სამართალდამრღვევის ქონების დაზოგვა ან გაზრდა. ეს განასხვავებს უსაფუძვლო გამდიდრებას დელიქტური ურთიერთობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა მიითვისეს (ანუ გამდიდრდნენ) სხვისი ქონება, რა შემთხვევაშიც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები უნდა გამოეყენებჰინა სასამართლოს.
