#22611
Crassus
Participant

პირგასამტეხლოდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ ვალდბულების დარღვევისთვის მოვალეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება საერთო საფუძვლებით.

 

 

მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილება განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მან გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას.

 

 

საინტერესო განმარტება გააკეთა სააპელაციო სასამართლომ, (იხ. 2ბ/5911-13) პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყებასა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებით:

 

 

„პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

 

ამდენად, ვინაიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში არ დაფიქსირებულა პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის კონკრეტული ვადა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაგრძელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე.

 

 

პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება იქამდე, სანამ ვალდებულება სრულად არ შესრულდება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტას ვალდებულების შესრულება განაპირობებს, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გაკეთებული დათქმა მასზედ, რომ „პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს აღსრულებამდე“ მომდინარეობს პირგასამტეხლოს არსიდან და შეესაბამება კანონს.

 

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებულ კონტექსტში „აღსრულება“ გულისხმობს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება ვალდებულების შესრულებით, იქნება ეს ნებაყოფლობითი შესრულება, თუ იძულების წესით აღსრულება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შემოფარგვლა გარკვეული დროით შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამგვარი შეთანხმების არსებობა კი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება.“