#33913

მართლსაწინააღმდეგო ქმედება არასახელშეკრულებო ურთიერთობებში

არასახელშეკრულებო მართლსაწინააღმდეგოდ ქმედება შეგვიძლია მივიჩნიოთ ნებისმიერი სამართლებრივი დანაწესების დარღვევა. მაგ: საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განსაზღვრული საგზაო წესების დარღვევა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განსაზღვრული წესების დარღვევა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხორციელება.

ყველა ასეთ შემთხვევაში, პირი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ, ამავდროულად, როგორც წინა პოსტებში აღინიშნა, მართლწინააღმდეგობის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, იგი მოიცავს, ნებისმიერ დარღვევას, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით, თუმცა ლახავს საზოგადოებრივ მართლწესრიგს.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ არასახელშეკრულებო ურთიერთობებში მართლსაწინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ირღვევა სამართლებრივი ნორმა, თუმცა ასევე შესაძლებელია დაირღვეს ჩვეულებაც (სამართლით დაურეგულირებელი) წესი, რომელიც განაპირობებს ქმედების მართწინააღმდეგობას.