#33484
BLH
Keymaster

ვალდებულების წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი

საქმეას-1333-1562-05

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით .ძეს .ძის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 ლარის გადახდა და 1998. 24 დეკემბერს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.საქმეზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომელიც შეჩერდა . ძის განცხადების საფუძველზე.

2005. 1 თებერვალს . ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა . ძემ . ძის მიმართ და მოპასუხისაგან მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და აღნიშნული ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება სამართალწარმოების შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს ეტაპს. იგი მხარის დარღვეული ინტერესის აღდგენის ბოლო საფეხურია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების გაჭიანურება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების არსს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს. სკის 317- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულებას წარმოშობს ხელშეკრულება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობისკანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველს“, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით პირს კონკრეტული მოქმედების განხორციელების (თანხის გადახდის, ნივთის გადაცემის და . .) ვალდებულება ეკისრება და იგი სამართლებრივი ურთიერთობის მოვალე ხდება, კრედიტორს კი მის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშობა. სკის 316- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების არსებობა კი მისი შესრულების აუცილებლობასაც გულისხმობს.

მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა სასამართლო აღმასრულებლის უფლებამოსილებაა, მაგრამ ეს ვერ გაათავისუფლებს მოვალეს დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. მოვალე უშუალოდაა პასუხისმგებელი ვალდებულების შესრულებაზე.

სკის 361- მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ პირველადი მოთხოვნების დარღვევა კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, ხოლო, ვინაიდან, არსებობს ფულადი ვალდებულება, კრედიტორს სკის 403‑ მუხლის საფუძველზე შეუძლია გადაცილებული ვადისათვის მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული პროცენტი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება არ გაჭიანურებულა, რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლება მხარეს მინიჭებული აქვს კანონით.

მართალია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების განახლების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნა არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას, აღნიშნული მხარისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციაა, მაგრამ საქმის წარმოების შეჩერება ვერ მიიჩნევა ვალდებულების შესრულებად.