#3291
BLH
Keymaster

სკ-ის 997-ე მუხლი ეფუძნება გერმანულ და ავსტრიულ მოდელს და განსხვავებულია DCFR -ის რეგულაციისგან, ამ უკანასკნელის  მიხედვით დამსაქმებლის პასუხისმგებლობა ვრცელდება არა მხოლოდ დასაქმებული ბრალეული ქმედებების შედეგად მიყენებულ ზიანზე, არამედ ისეთ შემთხვევებზეც, როცა დასაქმებული ზიანის აყენებს მესამე პირს და აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია (მაგ: ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად დგება მესამე პირისთვის ზიანი. იხ. წინა პოსტებში მაგალითი),

 

მაშასადამე გერმანული სამოქალაქო კოდექსის (831-ე მუხლი) მიხედვით მსგავსად ავსტრიული სამოქალაქო კოდექსისა, დამსაქმებელი პირი პასუხისმგებელია ნებისმიერი ზიანისათვის, რომელსაც მისი დასაქმებული მიაყენებს მესამე პირებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

 

დამსაქმებელი  პირის პასუხისმგებლობა არ დგება, თუ მან გამოიჩინა საკმარისი წინდახედულება დასაქმებულის  შერჩევისას და ზიანთან დაკავშირებულ ქმედებებთან დაკავშირებით ან ზიანი დადგებოდა ასეთი წინდახედულობის მიუხედავად.

 

ეს ბოლო წინადადებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი (რომელიც რატომღაც არ გადმოიტანა ჩვენმა კანონმდებელმა), რადგან სწორედ ამ წინადადების მიხედვით გამოირიცხება ვთქვათ სკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმებული მიერ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანისათვის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა. ჩვენ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ბრალის არსებობის გარეშე პასუხისმგელობა არ დგება. მსგავსი ჩანაწერი, ძალიან არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს პირდაპირ მიუთითებს რა უნდა გააკეთოს, მაინც დაუხვეწელია და აღნიშნული თქმის საფუძველს იძლევა DCFR –ის რეგულაცია ამ საკითხზე, რაც უკვე განვიხილეთ.