#3135
Edika
Participant

გეთანხმები, დავამატებ, რომ უშუალოდ 394-ე მუხლი არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. 394-ე მუხლი უბრალოდ ამბობს რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამორიცხულია თუ მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, ანუ პასუხისმგებლობის გამომრიცხავი საფუძველი სხვა ნორმებში უნდა ვეძიოთ და ამ შემთხვევაში ასეთი საფუძველი არის თვითონ სკ-ის 999 მუხლი, იქედან გამომდინარე რომ ასეთ შემადგენლობას არ ითვალისწინებს სკ-ის 999 მუხლი. სკ-ის 999 მუხლის შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელს პასუხისმგებლობა ეკისრება მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე და როცა დაზარალებულის ბრალით ხდება ზიანის დადგომა ეს არ წარმოადგენს ზიანს რომელიც გამოწვეულია მანქანის როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. ზუსტად ამაზეა საუბარი ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში (ას-494-463 2010):

 

სამოქალაქო კოდექსის 999 ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394 ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი”

 

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (999 მუხლი) პასუხისმგებლობის შემცირებას 415-ე მუხლის საფუძველზე. კარგი მაგალითი მოიყვანე კრასსუს, მაგრამ მაინც შეიძლება გაუჩნდეს ვინმეს კითხვა რომ თუ 415-ე მუხლში საუბარია ორივე მხარის ბრალეული ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე, მაშინ შეიძლება თუ არა 999 მუხლით (სადაც საუბარია ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე) გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გადანაწილება 415-ე მუხლით დადგენილი წესით?  ამ საკითხს ეხება ეს ორი გადაწყვეტილება ას-95-90-2013;  ას-494-463-2010 და სწორედაც არის გადაწყვეტილი ეს საკითხი, სკ-ის 415-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.