მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაა არსებობს (გადაწყვეტილებები: ას- 254-239-2010, ას-39-38-10 და ა.შ)., რომელთა მიხედვითაც:
“ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.”
თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკითხის ასე გადაწყვეტა არ არის სწორი, რაზეც წინა პოსტებში უკვე დავწერე, კერძოდ, თუ ზიანი დადგა არა ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციიდან, არამედ მძღოლის ბრალეული ქმედებების შედეგად, სკ-ის 999-ე მუხლის გამოყენება გამოირიცხება და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს 992-ე მუხლის საფუძველზე, რადგან მძღოლის ბრალეული ქმედება არ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის რეალიზაციას და ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები სცილდება სკ-ის 999-ე მუხლის შემადგენლობას.
