მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › ხანდაზმულობის შეწყვეტა
ხანდაზმულობის შეწყვეტა
მოთხოვნის არსებობის აღიარება (სუსგ. №ას-374-347-2010)
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, ქუთაისის მერიის 2009 წლის 29 ოქტომბრის 1ს-282 წერილი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს თუ არა ვალდებული პირის აღიარებას და ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ვალდებული პირის აღიარება უნდა განხორციელდეს უშუალოდ უფლებამოსილი პირის და არა სხვა სუბიექტის წინაშე.
მოცემულ შემთხვევაში წერილის ადრესატს არ წარმოადგენს შპს „ა. ქ.-“. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა, აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს მხოლოდ ფაქტის აღიარებას თუ ვალდებულების აღიარებას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის, როგორც 137-ე, ისე 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებუ ლების ფაქტის კონსტატაციას.
