#3042

საინტერესო პოსტი დაწერე, მაგრამ რაღაცეებში ვერ დაგეთანხმები.. ჩამოვწერ პუნქტობრივად:

 

1. იმას კი არ ვადგენთ მოქმედება დელიქტურია თუ არა, არამედ იმას ვადგენთ არის თუ არა ეს მოქმედება განხორციელებული უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში და თუ დავადგენთ, რომ ამ ფარგლებს გადაცილებულია მოქმედება, მაშინ მივდივართ დელიქტებში. ანუ ვადგენთ ქმედება ხვდება თუ არა 117-ე მუხლში და თუ არ ხვდება დელიქტი გვაქვს უკვე.

 

2. დელიქტი შეიძლება გვქონდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარეშეც. (მაგ: 999-ე და 1000-ე მუხლები. ამაზე ზემო პოსტებშიც დავწერე).

 

3. გეთანხმები 117-ე მუხლის შემადგენობის შესახებ. დავამატებ, რომ აქ უმნიშვნელოვანესია თანაზომიერების პრინციპი, რომელიც მოიცავს ორ ელემენტს აუცილებლობა და პროპორციულობა.

 

როცა 117-ე მუხლის ფარგლებში ვაფასებთ ქმედებას, უნდა განვსაზღვროთ იყო თუ არა ეს ქმედება აუცილებელი და სხვა ქმედებით ვერ იქნებოდა საფრთხე აღკვეთილი. ასევე იყო თუ არა ეს ქმედება პროპორციული იმ საფრთხესთან მიმართებით, რომელიც აცდენილ იქნა.

 

ახლა რაც შეეხება კაზუსს, აქაც განსხვავებული პოზიცია მაქვს, კერძოდ:

 

1. C-ს დაზიანებას ასე ცალსახად 117-ე მუხლის გარედ ვერ მოვაქცევდი, რადგან გააჩნია რა სიმძიმის დაზიანების რისკის ქვეშ იყო A (ან საერთოდ სიკვდილის საფრთხის ქვეშ)… კაზუსიდან არ ჩანს პირდაპირ.. ექსპერტიზა იქნებოდა საჭირო და მის შესაბამისად მოხდებოდა ამ საკითხის გადაჭრა.

 

2.მე ვფიქრობ A-ს არ უნდა მოეთხოვოს ზიანის ანაზღაურება არც C-სგან და არც D-სგან.. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ეყდნობა იმ გარემოებას, რომ C და D-ს ზიანი დაკავშირებულია B-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ხოლო A-ს ქმედება თუ ჩაითვლება მართლზომიერად.. B-ს უმართლობა “გადაყლაპავს” A-ს პასუხისმგებლობას, რადგან რომ არა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც A-ს მართლზომიერი ქმედება არ განხორციელდებოდა და არ დაზიანებოდნენ C და D…ანუ ვიყენებთ რელევნატური მიზეზობრიობის პრინციპს. ამასთან 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.

 

3. რაც შეეხება 998-ე მუხლს..  ამ მუხლში თანამონაწილეების ქმედებას თან ზდევს საერთო განზრახვა და ზოგადად 998- ე მუხლი დაკავშირებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან და არა მართლზომიერ ქმედებასთან. ამასთან იგივე არგუმენტს დავწერ, რაც ზემოთ, რომ 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.