მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
თუ უშუალო მიზეზობრილობის პრინციპიდან გამოვალთ, მაშინ “A”-მ უნდა აანაზღაუროს ზიანი, რადგან უშუალოდ მის ქმედებას მოყვა ზიანი, თუმცა ჩემი აზრით მაგ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ რელევანტური მიზეზობრიობის პრინციპი და ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ნასვამ მძროლ “B”-ს რადგან მისმა მართლსაწინაამღდეგო მოქმედებამ – (მთვრალი ატარებდა მანქანას და არღვევდა მოძრაობის წესებს) განაპირობა დამდგარი ზიანი და სწორედ მისი ქმედებაა არსებითი ამ ზიანის დადგომაში.
თუმცა წარმოვიდგინოთ იგივე შემთხვევა, ოღონდ მანქანის მაგივრად ირემს აუარა გვერდი “A”-მ.. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია… 1. ირემთან შეჯახება უფრო მძიმე შედეგს გამოიღებდა, ვიდრე ფაქტობრივად დამდგარი შედეგი. 2. ირემთან შეჯახება უფრო ნაკლებად მძიმე შედეგს გამოიღებდა, ვიდრე ფაქტობრივად დამდგარი შედეგი.
ირემთა დაკავშირებულ ორივე შემთხვევაში ზიანი უნდა აანაზღაუროს “A”-მ… განსხვავება ის არის, რომ პირველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს არა დელიქტი – 992-ე მუხლი, არამედ 117-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა, ხოლო მეორე შემთხვევაში გვაქვს დელიქტი, რადგან მეორე შემთხვევა ვერ ხვდება 117-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში.
ამდენად, უნდა ზუსტად განისაზღვროს “A”-ს ქმედება წარმოადგენს დელიქტს, თუ 117-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას. თუ “A” მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოთ და მისი ქმედება კვალიფიცირდება, როგორც დელიქტი, მაშინ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის, თუმცა თუ იგი მოქმედებდა 117-ე მუხლის ფარგლებში, მაშინ 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მისი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, ხოლო პასუხისმგებელი იქნება “B”, რომლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასაც მოყვა “A”-ს ქმედება, რამაც გამოიწვია ზიანი.
