მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ლიცენზიები და ნებართვები › Reply To: ლიცენზიები და ნებართვები
სექტემბერი 13, 2015 at 18:00
#29847
Keymaster
ლიცენზიის ცნება
ლიცენზია არის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც პირს ენიჭება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური აქტის საფუძველზე.
იმისათვის, რომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცეს ლიცენზიის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული ინდივიდუალური აქტი, აუცილებელია პირი აკმაყოფილებდეს ლიცენზიისთვის დადგენილ მოთხოვნებს – სალიცენზიო პირობებს.
სალიცენზიო პირობები არის კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას.
