Viewing 7 posts - 1 through 7 (of 7 total)
  • Author
    Posts
  • #29840
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ ლიცენზიებისა და ნებართვებთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #29844
    Crassus
    Participant

    ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

    ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ძირითადი რეგულაცია მოცემულია ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში, ასევე სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში.

    ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის რეგულირების სფერო მოიცავს:

    1.ორგანიზებული საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან.

    2.არაორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.

    3.ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებული სფეროს. კანონი განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

    #29847
    BLH
    Keymaster

    ლიცენზიის ცნება

    ლიცენზია არის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც პირს ენიჭება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური აქტის საფუძველზე.

    იმისათვის, რომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცეს ლიცენზიის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული ინდივიდუალური აქტი, აუცილებელია პირი აკმაყოფილებდეს ლიცენზიისთვის დადგენილ მოთხოვნებს – სალიცენზიო პირობებს.

    სალიცენზიო პირობები არის კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას.

    #29849
    BLH
    Keymaster

    ნებართვის ცნება

    ნებართვის შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს.

    ნებართვის საფუძველზე პირს წარმოეშობა განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. მაგ: მშენებლობის ნებართვა.

    შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან.

    უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გასცემს ნებართვსა, თუ დაინტერესებული პირი აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს. სანებართვო პირობები არის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

     

    #29850
    Crassus
    Participant

    ლიცენზიის სახეები

     

    ლიცენზია სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს:

     

    1. სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ობიექტთან. მაგ: ქვა-ნახშირის მოპოვების ლიცენზია ტყიბულის მაღაროში.

     

    სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს.

     

    ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით.

     

    2. საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია;

     

    3. გენერალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია;

     

    4. სპეციალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიი ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია;

    #29853
    BLH
    Keymaster

    დამატებითი ლიცენზიისა და ნებართვის შემოღების დაუშვებლობა

     

    ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი განსაზღვრავს ლიცენზიებისა და ნებართვების სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, შესაბამისად დაუშვებელია სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით განისაზღვროს დამატებითი ლიცენზიები და ნებართვები.

     

    დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას ან რაიმე სახით ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის აუცილებლობას.

    #29856
    BLH
    Keymaster

    ერთი სარკმლის პრინციპი

     

    ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას.

     

    დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს;

     

Viewing 7 posts - 1 through 7 (of 7 total)
  • You must be logged in to reply to this topic.