#29803
BLH
Keymaster

სოლიდარულო მოვალეების პასუხისმგებლობა

 

(სუსგ. N-ას-1087-1018-2012)

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 448-ე მუხლი და 450-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ის გარემოება, რომ კრედიტორმა ერთ-ერთი სოლიდარული თავდებისაგან მიიღო მისი წილი ვალდებულების ტოლფასი სხვა შესრულება და მორიგების ფარგლებში მის მიმართ მოთხოვნაზე უარი განაცხადა, სასამართლომ ვალის პატიებად ჩათვალა და მიიჩნია, რომ ყველა სოლიდარული თავდების მიმართ ვალდებულება შეწყდა ვალის პატიებით.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაში მორიგების აქტში, სადაც საუბარია სოლიდარული მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულების მიღებაზე და მორიგების ფარგლებში მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის შესახებ, არ არის დეკლარილებული კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება ვალის პატიებასთან დაკავშირებით, ამდენად ეს გარიგება (მორიგება) არ შეიძლება შეფასდეს სსკ-ის 448-ე მუხლის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ვალდებულება სხვა შესრულების მიღებით შეწყდა, მხარეს მოთხოვნის დანარჩენ ნაწილზე უარი არ უთქვამს, ამდენად სკ-ის 450-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირებული ურთიერთობა არ გამოკვეთილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს სკ-ის 895-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საფუძველი.