#2979
Edika
Participant

@StepanozMamfal said:
გააჩნია სიტუაციას.. თუ ნაკვეთზე დგას ერთი შენობა, რომლის ორ დამოუკიდებელ საკუთრების ობიექტად რეგისტრაცია გამორიცხულია, მაშინ ვერ შეთანხმდებიან მის გაყოფაზე მხარეები, რადგან მათი შეთანხმება ფიზიკურად შეუძლებელია აღსრულდეს, მაგრამ თუ მათი შეთანხმება გულისხმობს ვთქვათ ნაკვეთის ორად გაყოფას და ამით მათი ღირებულების შემცირებას, ასეთ შემთხვევაში ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი შეთანხმება ნამდვილი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგება 963-ე მუხლს ან 1460-ე მუხლს, ან ორივეს ერთად..

1460-ე მუხლი დაცვის ობიექტი არის სიცოცხლისუნარიანი მეურნეობა და შეიძლება მთლად ავტონომიური არ იყოს ნება. შეიძლება ამ კუთხით მსჯელობა ყოველშემთხვევაში.

მეორე საკითხი: როდის ითვლება 1450-ე მუხლი დაცულად, როცა დაინტერესებული პირი პრეტენზიას წაუყენებს თავის თანამემკვიდრეს თუ სახელდობრ სარჩელს როცა შეიტანს სასამართლოში?