#2977

@Edika said:
1)მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს 1460-ე და 963-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების გაყოფის პირობები, მხარეები შეტანხმდნენ რომ გაიყოფენ ქონებას. ნამდვილია თუ არა ასეტი შეტანხმება?

გააჩნია სიტუაციას.. თუ ნაკვეთზე დგას ერთი შენობა, რომლის ორ დამოუკიდებელ საკუთრების ობიექტად რეგისტრაცია გამორიცხულია, მაშინ ვერ შეთანხმდებიან მის გაყოფაზე მხარეები, რადგან მათი შეთანხმება ფიზიკურად შეუძლებელია აღსრულდეს, მაგრამ თუ მათი შეთანხმება გულისხმობს ვთქვათ ნაკვეთის ორად გაყოფას და ამით მათი ღირებულების შემცირებას, ასეთ შემთხვევაში ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი შეთანხმება ნამდვილი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგება 963-ე მუხლს ან 1460-ე მუხლს, ან ორივეს ერთად..

 

2)ას-1328-1348-2011 სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ის რომ პირი უცხოქვეყანაში იყო დაკავებული არ წარმოადგენს სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიო მიზეზსო. შეეძლო წამომადგენლის მეშვეობით მიეღო სამკვიდრო.

 

ვეთანხმები, მაგ განმარტებას.. თუ ციხეში მყოფი პირისათვის ცნობილია სამკვიდროს გახსნის შესახებ და მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს სამკვიდრო, მაშინ სამკვიდროს არ მიღება საპატიოდ ვერ ჩაითვლება. ამ შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით სამკვიდროს მიღება თუ შეეძლო სხვა ქვეაყანაში მსჯავრდებულს, მაშინ ვერ იტყვის, რომ საპატიო მიზეზით ვერ მიიღო მემკვიდრეობა.

 

3) ას-177-167-2011 აქ საუბარია იმაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების დროს მნიშვნელოვანია არამარტო საპატიო მიზეზის არსებობა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვიან ვადაში, არამედ იმაზე, რომ თუ დაუყონებივ არ მიმართა ამ საპატიო მიზეზის აღმოფხვრისთანავე 6 თვის გასვლის შემდეგაც, მაშჳნ არ უნდა გააგრძელოს სასამართლომ ვადა.

 

ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საიტზე დევს, როგორც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აფუძნებს ერთგვაროვან პრაქტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ თემაზე დაიწერა ამ თემაშიც მე-4 და მე-5 გვერდებზე.