#2974
Edika
Participant

1) რატო არ იქნება გონივრული? 1469-ე მუხლი ეხება ისეთ შემთხვევას როცა მემკვიდრეს უპირატესობა ენიჭება კონკრეტულ ნივთზე სამკვიდროს გაყოფისას(სასამართლო მხედველობაში იღებს მემკვიდრის საქმიანობას), კერძოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე ესა თუ ის ნივთი შეიძლება მიეკუთვნოს მთლიანად (ოღონდ ეს არ უნდა იქნას გაგებული ისე რომ უპირობოდ ენიჭება უფლება, არამედ მხოლოდ გარკვეული კომპესაციის სანაცვლოდ). ასევე საუბარია ”სხვა კონკრეტულ გარემოებებზე”, რომელშიც ჩემი აზრით უნდა ვიგულისხმოთ მემკვიდრის მიერ აშენებული სახლის მისთვის მიკუთვნება, ასევე კომპესაციის სანაცვლოდ. არ მითქვამს რომ 991-ე ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ. ანალოგია დაუშვებელია ჩემი აზრით იქედან გამომდინარე რომ გვაქვს 991-ე მუხლი.

 

2)მოტხოვნის საფუძველთა ალტერნატიული კონკურენცია არ გულისხმობს ორი სამართლებრივი ნორმის ერთმანეთთან დაპირისპირებას. ანუ 1475-ე მუხლი და უსაფუძვლო გამდიდრება მიზნობრივად არ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან.მათ გააჩნიათ საერთო მიზანი, მაგრამ უნდა მოხდეს მათ შორის უფრო ადეკვატურის არჩევა. მართალს ამბობ გეთანხმები რომ ამათ შორის  უნდა მოხდეს შესაბამისის არჩევა და ეს შესაბამისი ჩემი აზრით არის 1475-ე მუხლი.