მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სააქციო საზოგადოება (სს) › Reply To: სააქციო საზოგადოება (სს)
სააქციო კაპიტალის სტრუქტურა
მ.შ.კ-ის მიხედვით სააქციო კაპიტალის სტრუქტურა შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
- განცხადებული აქციები– აქციათა განცხადება გულისხმობს საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტში აქციების სახეობებისა და აქციათა დასაშვები საერთო ოდენობის აღწერას (authorized shares).
- გამოშვებული აქციები– გამოშვების ეტაპზე ეტაპზე აქცია იქმნება, როგორც საკუთრებისა და ფლობის ობიექტი, მიუხედვად იმისა, არის თუ არა იგი კონკრეტული აქციონერის საკუთრებაში (authorized and issued shares).
- განთავსებული აქციები– აქციონერისათვის აქციების გადაცემით (განთავსებით) ისინი უკვე გაცემულ აქციებად გარდაიქმნება (authorized, issued and outsanding shares).
ნებადართული (დასაშვები) აქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სს-ის საერთო კრება (მ.შ.კ. 59.3). ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში.
ნებადართული აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აქციების რაოდენობასა და სახეობებს (კლასებს). გადაწყვეტილება ასევე შეიძლება შეიცავდეს აქციების განთავსების ვადებს, მინიმალურ ფასს და სხვა დამატებით პირობებს.
აქციათა განთავსებას ახორციელებს გამგეობა (დირექტორი) (ან სხვა უფლებამოსილი პირი ან ორგანო) (მ.შ.კ 59.6.)
საერთო კრების გადაწყვეტილება შესაძლოა ასევე განსაზღვრავდეს, რომ დადგენილი პირობებით აქციების განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი აქციები უქმდება და ნებადართული აქციების რაოდენობის შესაბამისად მცირდება.საზოგადოების დირექტორი ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საზოგადოების წესდებაში, საერთო კრების გადაწყვეტილება საჭირო არ არის (მ.შ.კ. 59.7).
პრაქტიკაში, როგორც წესი, განცხადებული სააქციო კაპიტალის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება, აქციების გამოშვება კი დირექტორთა ბორდის გამგებლობაშია (ზოგჯერ გამოშვებისთვის საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობაც).
