#2964
Edika
Participant

1) პირველ რიგში 1460; 1469; 1480; 1481-ე მუხლები ყველა მოცემულია სამკვიდროს გაყოფის თავში. სისტემური განმარტებიდან გამომდინარე 1469-ე მუხლი შინაარსობრივად დაკავშირებული ზემოთმითითებულ მუხლებთან, კერძოდ კონკრეტულ ქონებაზე ერთ ერთ მემკვიდრეს ეძლება უპირატესობა კომპესაციის სანაცვლოდ, თუმცა ეს მუხლები ეხება სხვადასხვა შემთხვევებს(შინაარსობრივად ერთია). ამ მუხლებში მოცემული უპირატესობის მაგივრად მემკვიდრეს ეკისრება კომპესაციის მოთხოვნის უფლება 1462 და 1482 მუხლების საფუძველზე, ხოლო ამ კომპესაციის მოთხოვნის უფლებას 1469-ე მუხლის შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს ცალკე, და რომელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა მოხდეს კომპესაცია ამ უკანასკნელ შემთხვევაში? ანალოგიით უნდა იქნას გამოყენებული 1462 ან 1482-ე მუხლები თუ 991-ე მუხლი უნდა იქნას გამოყენებული? ჩემი აზრით უნდა გამოვიყენოთ 991-ე მუხლი.

 

2) ჩემი აზრით აქ ადგილი აქვს მოთხოვნის საფუძველთა ალტერნატიულ კონკურენციას, ვინაიდან ორივე – 1475-ე მუხლიც და უსაფუძვლო გამდიდრებასაც გააჩნიათ საერთო მიზანი – ქონებრივი ბალანსის აღდგენა, მაგრამ რასაკვირველია სასამართლომ უნდა შეარჩიოს უფრო ადეკვატური ღონისძიება რაც ჩემი აზრით არის 1475-ე მუხლი, იქედან გამომდინარე რომ ეს უკანასკნელი  დაკავშირებულია სახელდობრ მემკვიდრეობით ურთიერთობასთან.