მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
გარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. დარჩა ორი მემკვიდრე ბ და გ. სამკვიდრო მასას შეადგენს უძრავი ქონება, რომელზეც არის №1 და №2 საცხოვრებელი სახლები. №1 საცხოვრებელი სახლი ბ-მ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში ააშენა თავისი ხარჯებით, რომელიც დაჯდა 70 000 დოლარი. სამკვიდრო მიიღო ორივე მემკიდრემ დადგენილი წესით. ქონების გაყოფის დროს ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 1475-ე მუხლის საფუძველზზე წილის გათანაბრება და ასევე მის მიერ აშენებული სახლის მხოლოდ მისთვის მიკუთვნება 1469-ე მუხლის საფუძველზე (”სხვა კონკრეტული გარემოებანი”)(იქედან გამომდინარე რომ მის მიერ იყო აშენებული). თავისმხრივ გ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა №1 შენობიდან, თავისი კუთვნილი 1/2 სამემკვიდრეო წილის ბ-სთვის მიკუთვნების სანაცვლოდ კომპესაცია. (კომპესაცია არის 70 000/2=35 000).
კითხვები:
1)რამდენად შეუძლია ბ-ს მთლიანად სახლის მიკუთვნების მოთხოვნა მისთვის 1469-ე მუხლის საფუძველზე? და 2)აღნიშნულის შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს კომპესაცია გ-ს და რა საფუძვლით კონკრეტულად?
