მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › აღრიცხვა/ადმინისტრირება › Reply To: აღრიცხვა/ადმინისტრირება
გადასახადის გადახდის წესი
საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებული არიან მიმდინარე წლის საშემოსავლო/მოგების გადასახადები, გასული წლის გადასახდელების ოდენობის მიხედვით, შეიტანონ ბიუჯეტში, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
მაგ: კომპანია “X”-მა 2015 წელს მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აჩვენა დასაბეგრი მოგება 60.000 ლარის ოდენობით. მოგების გადასახადის თანხამ შესაბამისად 9.000 ლარი შეადგინა (60.000 X 15%).
ამ შემთხვევაში, კომპანია “X” ვალდებულია 2016 წლის განმავლობაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახადელები შემდეგი ოდენობით:
15 მაისამდე- 2250 ლარი
15 ივლისამდე – 2250 ლარი
15 სექტემბრამდე- 2250 ლარი
15 დეკემბრამდე- 2250 ლარი
მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება.
მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.
მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
