#29242
BLH
Keymaster

დაჩქარებული ამორტიზაცია

 

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს,  მე-2 და მე-3 ჯგუფებზე გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა, მაგრამ არა უმეტეს ცხრილში გათვალისწინებული შესაბამისი ნორმის ორმაგი ოდენობისა.

 

მაგ: 2013 წელს კომპანიის ძირითადი საშუალებბეის მე-2 ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი შეადგენს 10.000 ლარს, ხოლო მე-3 ჯგუფისა- 20.000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმის გამოყენების შემთხვევაში, მე-2 ჯგუფის საამორტიზაციო დანარცხი შეადგენს 40% (4.000 ლარს), ხოლო მე-3 ჯგუფისა- 16% (3.200 ლარს).