მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები › Reply To: ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები
აქტივების გასხვისების გავლენა ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე
თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – მათი საბაზრო ღირებულება, აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსთვის, ნამეტი თანხა ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში და ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება.
მაგ: 2014 წელს პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი შეადგენდა 100.000 ლარს. ამავე წელს იქნა გაყიდული ამავე ჯგუფში შემავალი ძირითადი საშუალებების ნახევარი, ღირებულებით – 50.000 ლარი. ასევე უსასყიდლოთ იქნა გადაცემული ძირითადი საშუალებების დარჩენილი ოდენობა, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენდა 65.000 ლარს.
მოცემულ სიტუაციაში ჯგუფის ღირებულებით ბალანსს გამოაკლდება, ჯგუფში შემავალი ძირითადი საშუალებების რეალიზაციის თანხა – 50.000 ლარი და უსასყიდლოდ გასხვისებული ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება – 65.000 ლარი, ამდენად 100.000-50.000-65.000= 15.000 ლარი აისახება ერთობლივ შემოსავალში.
