#29234
BLH
Keymaster

ცვეთის დარიცხვა

 

ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება  ზემოთ მითითებულ ცხრილში განსაზღვრული ამორტიზაციის ნორმების მიხედვით.

 

ამდენად, ცვეთა ძირითად საშუალებას ინდივიდუალურად არ ერიცხება. ძირითადი საშუალებები ჯგუფდება და ცვეთა ერიცხება მათ ჯამურ ღირებულებას.

 

ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო აღრიცხვისთვის ცალკეულ ძირითად საშუალებას აღარ აქვს ინდივიდუალური ღირებულება, არამედ ჯგუფის ყველა ძირითად საშუალებას, მათი სახეობისა თუ სიძველის მიუხედავად, ერთი და იგივე საშუალო ჯგუფური ღირებულება აქვს.

 

თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ცხრილში ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად.

 

მაგ: ტრანსპორტი, სამშენებლო მოწყობილობები, ავეჯი ოფისისთვის და ა.შ. გაერთიანდებიან პირველ ჯგუფში. ცვეთა დაერიცხებათ არა ინდივიდუალურად აღნიშნული ძირითად საშუალებებს, არამედ მათი საერთო ღირებულებითი ბალანსიდან.

 

თუ კომპანია „x”-მა 2012 წელს შეიძინა ავტომობილი, ღირებულებით- 10.000 ლარი და ავეჯი ღირებულებით 6.000 ლარი. აღნიშნული აქტივები გაერთიანდება და მათ საერთო ღირებულებას 16.000 ლარიდან მოხდება 20%-ის 3.200 ლარის ხარჯებში გატარება, როგორც ცვეთისა.

 

ხოლო შემდეგ 2013 წელს, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი იქნება 16.000-3.200 = 12.800 ლარი  და სწორედ ამ თანხიდან მოხდება ცვეთის გამოანგარიშება.

 

ზემოთ აღნიშნული საერთო წესიდან გამონაკლისია შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, მათ ამორტიზაცია დაერიცხება თითოეულ ნაგებობაზე ცალ- ცალკე. შესაბამისად, თითოეული ნაგებობა ცალკე ჯგუფად განიხილება.