მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები › Reply To: ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები
პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა
კრედიტზე (სესხზე) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ქვემოთ განსაზღვრული შეზღუდვებით:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით;
ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში არა უმეტეს წლიური 24 პროცენტისა, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.
მაგ: „ა“ კომპანიამ გამოიტანა სესხის საქართველოს ბანკიდან, წლიური 35 პროცენტის გადახდის პირობით. მოცემულ შემთხვევაში „ა“ კომპანიას შეუძლია მთლიანად გამოქვითოს აღნიშნული პროცენტი ერთობლივი შემოსავლიდან, ხოლო თუ იგი გამოიტანდა იმავე 35 პროცენტიან სესხს „ბ“ კომპანიიდან, რომელიც არც ლიცენზირებული ბანკია და არც რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მაშინ იგი ვერ გამოქვითავდა სესხისთვის გადახდილ 24%-ზე მეტს.
