#29164
BLH
Keymaster

ქონების საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადის ათვლა

 

აქტივის საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადა აითვლება: მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან;

 

მაგ: საგადასახადო მიზნებისათვის, პირი ითვლება ბინის მესაკუთრედ, სამკვიდრო მოწმობის შედგენის თარიღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა სამკვიდრო მოწმობით გათვალისწინებულ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

მაგ: 2015 წლის 30 ნოემბერს დაიდო ნოტარიულად უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც „ა“-მ შეიძინა ბინაზე საკუთრება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მან დაირეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება ბინაზე 2016 წლის 10 მარტს.

 

ბინის საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადა აითვლება 2015 წლის 30 ნოემბრიდან და არა 2016 წლის 10 მარტიდან.

 

მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან;

 

მაგ: „ა“  მიწის მესაკუთრეა 2015 წლის 10 იანვრიდან. მან 2015 წლის 10 ივნისს მიწა გაყო შუაზე და დაარეგისტრირა, როგორც ცალკეული უძრავი ქონება, შემდგომ მიწის ერთ-ერთი ნაწილი გაყიდა 2017 წლის მაისში.

 

მიღებული ნამეტი არ დაიბეგრება, რადგან გაყოფილი მიწების მესაკუთრედ „ა“ ითვლება, არა უძრავი ქონების გაყოფის შედეგად, გაყოფილი ნაკვეთების რეგისტრაციის მომენტიდან, არამედ გაყოფამდე არსებული საკუთრების შეძენის მომენტიდან.

 

თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან.

 

მაგ: მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესაძენად საკმარისია მათი გადაცემა მყიდველისათვის მფლობელობაში, სწორედ ამ მომენტიდან აითვლება 2 წლიანი ვადა, რომლის გასვლისის შემდგომ, ქონების გაყიდვის შემთხვევაში ნამეტი არ იბეგრება.