მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › საშემოსავლო გადასახადი › Reply To: საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტი ფიზიკური პირის დაბეგვრის ობიექტი
1) არარეზიდენტი ფიზიკური პირის, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და გამოქვითვების თანხებს შორის.
მაგ: „ა“ არის არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია მუდმივი დაწესებულება საქართველოში. მან 2015 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიიღო 100.000 ლარი, ხოლო გაწია 20.000 ლარის დანახარჯები. ამასთან, შემოსავლიდან მხოლოდ 20.000 ლარი, ხოლო ხარჯებიდან 5.000 ლარი იყო დაკავშირებული მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობასთან საქართველოში.
ამდენად, მისი საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრის ობიექტი იქნება 20.000 – 5.000 =15.000 ლარი.
2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა როცა არარეზიდენტი ფიზიკური პირი, შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით.
მაგ: „ა“-მ მიიღო საქართველოს წყაროდან შემოსავლის სახით 10.000 ლარი, ხოლო მისმა ხარჯებმა შეადგინა 2.000 ლარს. ამ შემთხვევაში თუ მან ეს შემოსავალი მუდმივი დაწესებულების გარეშე მიიღო, მისი შემოსავალი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან, ხოლო ხარჯები არ გამოიქვითება, შესაბამისად 10.000 ლარიდან მოხდება საშემოსავლო გადასახადის გადახდა და არა 10.000-2.000=8.000 ლარიდან.
თუმცა თუ აღნიშნული შემოსავალი მიღებული საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ საშემოსავლო გადასხადის გადახდა მოხდება 10.000-2.000=8.000 ლარიდან.
