#29153

რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი

 

რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

 

მაგ:  „ა“-მ მიიღო 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 10.000 ლარი შემოსავალი ბინის გაქირავებიდან, 3.000 ლარი მომსახურების გაწევისთვის და 400 ლარი საჩუქრის სახით, ხოლო მისმა გამოსაქვითმა ხარჯებმა შეადგენს 2.000 ლარი.

 

ამ შემთხვევაში მისი ერთობლივი შემოსავალი 2015 წლისათვის იქნება 13.400 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასხადით დაბეგვრის ობიექტი იქნება 13.400-2.000= 11.400 ლარი.