#29130
BLH
Keymaster

დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანი

 

(სუსგ. ას-172-504-05)

 

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003. 17 ნოემბრის განაჩენით დადგენილია . ის მიერ . სათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

სკის 413- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც. ამ ნორმის თანახმად ზიანი უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და, ამდენად, ანგარიშგასაწევი.

 

საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს და ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზამ დაადგინა და დასკვნაში აღნიშნულია დიაგნოზი, რომლის ერთერთ პუნქტში მითითებულია ნეიროცირკულარული დისტონია.

 

სასამართლომ არ შეაფასა და არ დაადგინა, განიცადა თუ არა . ფსიქიკური ტრავმა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ექსპერტიზის დასვნის გათვალისწინებით დასტურდება ფსიქიკური ტრავმის მიყენების ფაქტი, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს . სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება.

 

მხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები სკის 413- მუხლის პირველი ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე.