მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
აგვისტო 11, 2015 at 17:59
#29108
Keymaster
ქირავნობის საგნის გასხვისება მესაკუთრის მიერ
გამქირავებლის მიერ გაქირავებული ნივთის გასხვისებისას, ახალი მესაკუთრე იკავებს ქირავნობის ურთიერთობაში გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. მისი უფლებები კი ნივთის მიმართ დატვირთულია დამქირავებლის უფლებებით, ანუ იგი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს დამქირავებელს ნივთის დაბრუნება, თუ არ არსებობს კანონით განსაზღვრული წინაპირობები.
