#29104
BLH
Keymaster

იმავე გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატამ გააკეთა საინტერესო განმარტება გრძელვადიანი იჯარის მოშლასთან დაკავშირებით:

 

„გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში, თუ დაქირავებული ფართი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას ემსახურება. ასეთ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ სამეწარმეო საქმიანობის არამომგებიანობა და ბიზნესის წარუმატებლობა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი, ვინაიდან სამეწარმეო მიზნებისათვის ფართის დაქირავება იმთავითვე შეიცავს დამქირავებლის მხრიდან რისკის ელემენტებს, შესაბამისად, თუ არა სახელშეკრულებო დათქმა მასზედ, რომ ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება დამოკიდებული იქნება ეკონომიკური საქმიანობის წარმატებაზე, ბიზნესის წარუმატებლობა გრძელვადიანი ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად ვერ იქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულება დაბრუნებას არ ექვემდებარება, ანუ პირვანდელი მდგომარეობა არ აღდგება ვალდებულებით – სამართლებრივი ურთიერთობის გრძელვადიანი ხასიათის გამო, ხოლო წინასწარ გადახდილი შესრულება ჩაითვლება იმ ზიანში, რომელიც გამქირავებელს დამქირავებლის მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით მიადგა.“