#29100

ქვექირავნობა

 

ქვექირავნობის დროს დამქირავებელი გადასცემს ქირავნობის საგანს მესამე პირს, შესაბამისად იგი წარმოადგენს, ერთდროულად, როგორც გამქირავებელს, ისე დამქირავებელს. ქვექირავნობის ხელშეკრულება დამოკიდებულია მთლიანად ძირითადი ქირავნობის ხელშეკრულებაზე და იზიარებს მის ბედს. მაგ: თუ შეწყდება ქირავნობის ხელშეკრულება, შეწყდება ქვექირავნობაც.

 

დამქირავებლის ბატონობის ფარგლები ქირავნობის საგანზე, შემოიფარგლება ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მას არ გააჩნია ამ საგნის განკარგვის უფლებამოსილება, მათ შორის მას არ შეუძლია მესამე პირს გადასცეს ქირავნობის საგანი სარგებლობაში. მესამე პირებად არ მიიჩნევიან დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც დროებით სარგებლობენ/ფლობენ დაქირავებულ ნივთს.

 

ამდენად, დამქირავებელს ქვექირავნობისას, ყოველთვის ჭირდება გამქირავებლის თანხმობა, ხოლო ამ უკანასკნელს შეუძლია ყოველთვის განაცხადოს უარი.

 

გამონაკლისი შემთხვევაა როცა,ქირავნობის საგანია, საცხოვრებელი სადგომი, გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ დამქირავებელს აქვს საპატიო მიზეზი, რის გამოც სურს ქვექირავნობა.

 

გამქირავებელი არ არის ვალდებული დათანხმდეს საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, როცა ქვემოქირავნე წარმოადგენს არასასრულველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქირავნობა.

 

ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გამქირავებელს უფლება აქვს ქვექირავნობიდან გამოითხოვოს ნივთი, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადით არის იგი დადებული, ხოლო ქვემოქირავნე ვალდებულია დააბრუნოს ნივთი.