#29077

ქირავნობის მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო

ზოგადი წესის თანახმად, დამქირავებელმა ქირა უნდა გადაიხადოს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას, თუმცა მხარეებს შეუძლიათ სხვაგვარად განსაზღვრონ ქირის გადახდის წესი. ყველაზე უფრო ხშირია ყოველთვიური ქირის განსაზღვრა.

როდესაც განსაზღვრულია ყოველთვიური ან სხვა პერიოდულობით გადასახდელი ქირა, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

ქირავნობის მოშლა წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქირავნობა მოშლილად ითვლება, როდესაც დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვლის განმავლობაში, გამქირავებელმა ნება გამოხატა მოეშალა ქირავნობა და აღნიშნული ნება მიუვიდა დამქირავებელს, ამავდროულად დაცული უნდა იყოს ხელშეკრულების მოშლის სამ თვიანი ვადა.

მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრულ ქირის გადაუხდელობის გამო ქირავნობის მოშლის სხვაგვარი წესი.

მოშლის შემთხვევაში გამქირავებელს შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.