მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება › Reply To: მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება
ნარდობის ხელშეკრულების ფორმა (უძრავ ნივთებთან დაკავშირებით)
წინა ორ პოსტში იყო საუბარი ნარდობის ხელშეკრულების ფორმაზე, როდესაც ნარდობა იდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სასამართლოს ამომწურავად არ უსაუბრია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომაც მინდა უფრო ნათელი გავხადო აღნიშნული საკითხი.
დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც საქმე ეხება ნარდობას, რომელიც გულისხმობს უძრავ ნივთის დამზადებას, შეიძლება ორი სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა გვქონდეს:
- პირველ შემთხვევაში მენარდე შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას და შესაბამისად მენარდის მიერ ნარდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემა არ ხდება.
- მეორე შემთხვევაში შემკვეთი თავის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ახორციელებს მშენებლობას და საკუთრების უფლებას გადასცემს მასზე შემკვეთს.
პირველ შემთხვევაში ნარდობის ფორმა არის ზოგადი, რადგან კანონით არ არის განსაზღვრული რაიმე სპეციალური ფორმა, ხოლო მეორე შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 183-ე 312-ე, 323-ე და 629-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია მარტივი წერილობითი ფორმა, ხოლო ნარდობის საგნის შემკვეთის საკუთრებაში გადასაცემათ აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.