#28915

ნივთის გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობა

 

სუსგას-154-579-06 21

 

517- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, უპირატესი შესყიდვის უფლება გარკვეულწილად ზღუდავს სახელშეკრულებო თავისუფლებას, თუმცა ეს შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირსა და ვალდებულ პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე და, შესაბამისად, აღნიშნული უფლების დარღვევით თანასაკუთრებაში არსებული ნივთის გასხვისება მესამე პირზე ამ გარიგების ბათილობას არ იწვევს.

 

ამდენად, ვალდებული პირის მიერ ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობის დარღვევა არ იწვევს იმავე ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას. ასეთ შემთხვევაში კანონით შესაძლებელია ვალდებული (უფლების დამრღვევი) პირისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.”