მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა › Reply To: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
ივლისი 1, 2015 at 15:24
#28910
Keymaster
მარჩენალისთვის გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა
მარჩენლი მართალია საკუთრების უფლებას იძენს მისთვის გადაცემულ ქონებაზე, თუმცა სარჩენის გარდაცვალებამდე, მისი საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საგანზე არის შეზღუდული ფორმით, კერძოდ:
„სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.“
ამავდროულად კანონმდებელი ანიჭებს სარჩენს უფლებას დატვირთოს მარჩენალისთვის გადაცემული უძრავი ქონება იპოთეკით, მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
