მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა › Reply To: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლი და საგარანტიო ვადა
N-2ბ/2127-13
სააპელაციოს გადაწყვეიტლება:
“მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 09 ოქტომბერს მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ. ს.-ს შპს „ა. +”-ისგან გადაეცა მობილური ტელეფონი „ა. +”, რომელსაც გააჩნია ნივთობრივი ნაკლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი არ არის განკუთვნილი საქართველოს ტერიტორიაზე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის/სარგებლობისათვის. კერძოდ, მოსარჩელის მიერ შეძენილი მობილური ტელეფონიდან „აიფონ 5“ იმეი კოდით 99000224190XXX ვერ ხერხდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მობილური ოპერატორის ქსელიდან. აღნიშნული კი, წარმოშობს მყიდველის კანონით დადგენილი მოთხოვნის უფლებას გამყიდველის მიმართ.”
“ამასთან, პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას 5 დღიან საგარანტიო ვადაში პრეტენზის წარუდგენლობის გამო მოთხოვნაზე უარის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საგარანტიო ფურცელი შეძენილი მოწყობილობის ახლით შეცვლლის ვალდებულებას ითვალისწინებდა ყიდვიდან 5 დღის განმავლობაში ნებისმიერი ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მობილური ტელეფონის ნაკლი არ წარმოადგენდა ქარხნულ დეფექტს, რის გამოც პალატის მოსაზრებით, 5 დღიან საგარანტიო ვადაზე მითითება დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.”
