მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა › Reply To: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფორმის მნიშვნელობა
N-ას-185-178-2012
ფაქტობრივი გარემოებები: აწ გარდაცვლილმა ვ. კ-მ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, რჩენის სანაცვლოდ ივალდებულა ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ. #4-ში მდებარე უძრავი ნივთის მარჩენალ თ. მ-ის საკუთრება-ში გადაცემა. ხელშეკრულებით წარმოშობილი უფლება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. 2010 წლის 10 იანვარს, ნოტარიუს ქ. ჭ-ის მიერ გ. პ-ის, როგორც ვ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ. #4-ში მდებარე ვ. კ-ის უძრავი ქონების 1/2-ზე სავალდებულო წილის სახით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტება: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოქალაქო კოდექსის 941-ე-942-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ 2000 წლის 6 აპრილის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ვ. კ-მ განკარგა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, მისი გარდაცვალების დროიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მარჩენალ თ. მ-ს და ამ დროიდან ეს ქო-ნება არ წარმოადგენდა სამკვიდროს, რაზედაც გ. პ-ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო სამკვიდრო მოწმობა. პალატამ განმარტა, რომ რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობისა და, აქედან გამომდინარე, უძრავ ნივთზე უფლების განხორციელებისათვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
უზენაესი სასამართლოს განმარტება: სამოქალაქო კოდექსი 942-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემა ამავე კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს და უძრავი ქონების გადაცემისათვის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება საკმარისი არ არის.
მოწინააღმდეგე მხარის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ უძრავ ნივთზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი არ განსაზღვრავს, შესაბამისად, თ. მ-მ 2000 წლის რჩენის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს საკასაციო სასამართლო განმარტავს:
საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი ნამდვილად არ ადგენს. ამავდროულად, ეს უფლება უფლების წარმომშობი აქტის (მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების) რეგისტრაცია სხვის უფლებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტმა ეს უფლება გონივრულ ვადაში თუ არ განა-ხორციელა (რჩენის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობამ) შედეგად შეიძლება სხვა სუბიექტის მიერ ამავე ნივთზე მოგვიანებით წარმოშობილმა უფლებამ (მოცემულ შემთხვევაში გ. პ-ის მემკვიდრეობამ) გადაწონოს.
