#28873
BLH
Keymaster

ჩუქების საგნიდან გამომდინარე ვალდებულებების გადასვლა დასაჩუქრებულზე

 

(N- ას-817-1094-05)

 

„ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ამასთან, ჩუქების უსასყიდლო ხასიათი არ გამორიცხავს მჩუქებლის ვალდებულებას ნივთის ნაკლთან მიმართებაში. ამ ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, საჩუქარი უნდა აუმჯობესებდეს რა დასაჩუქრებულის ქონებრივ მდგომარეობას, იგი უნდა იყოს ხარისხიანი.

 

ამის საწინააღმდეგო გარიგებამ შესაძლებელია, გამჩუქებლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს, რაც ასახულია სკ-ის 527-ე მუხლში, რომლითაც თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია, დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.

 

ჩუქების შესახებ ნორმებით დადგენილი დანაწესების ერთობლიობაში განხილვითა და შეფასებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ პასუხისმგებლობა ჩუქების საგნის ნაკლზე და, შესაბამისად, ნივთიდან გამომდინარე მჩუქებლის ვალდებულებები დასაჩუქრებულზე ვერ გადავა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გამჩუქებლის სიცოცხლეში ჩუქების საგანზე გაწეულ ხარჯების დასაჩუქრებულისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.“