მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამეწარმეო სამართალი › Reply To: სამეწარმეო სამართალი
სექტემბერი 17, 2014 at 12:03
#28827
Keymaster
დირექტორად ყოფნის ფაქტის დადასტურება
(N- ას-747-1114-06)
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ მას ეკავა მოპასუხე ორგანიზაციაში გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობები.
უზენაესმა სასამართლომ განმარტა: მითითებული ფაქტობრივი გარემოება შეუძლებელია დადგინდეს წერილის საფუძველზე. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც‚ კანონის თანახმად‚ უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად უნდა ეხელმძღვანელა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით.