მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამეწარმეო სამართალი › Reply To: სამეწარმეო სამართალი
პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან (2008-2010 წლების პრაქტიკა)
(N-ას-185-176-2010)
„სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილებით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხი, რომელიც აშკარად სცილდებოდა საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, და შესაბამისად მოითხოვდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას. „
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა გადაწყდეს სიტუაცია, როცა პარტნიორთა შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბება და მათ აღარ შეუძლიათ მშვიდობიან თანასაქმიანობა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკას თუ მოვუხმობთ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთ ვითარებაში პარტნიორის გარიცხვა არ დაიშვება, რადგან მას შეუძლია მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლის დანიშვნით განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები.
(Nას-812-1099-09)
„სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უკიდურესი ღონისძიებაა, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და იგი უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის კანონისა და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედებას.
პარტნიორთა შორის უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება თავისთავად არასახარბიელო და შესაძლებელია, უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოების საქმიანობაზე, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება პარტნიორებს შორის შემდგომი საქმიანობისა და თანამშრომლობის შეუძლებლობად, შესაბამისად, ვერც პარტნიორის გარიცხვის საფუძველი ვერ გახდება, რადგან ასეთი გარემოება პარტნიორის მონაწილეობის შესაძლებლობას საზოგადოების მართვაში არ გამორიცხავს და ასეთ შემთხვევაში, პარტნიორს შეუძლია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. „