#28796
BLH
Keymaster

დივიდენდის განაწილება (¹ას-1111-1264-08)

კასატორის პოზიციები:

შპსს პარტნიორს უფლება არ აქვს, წლიური წმინდა მოგების მოთხოვნა წაუყენოს საზოგადოებას, როცა მას უკვე შესრულებული აქვს წლიური ანგარიში (ბალანსი).

დივიდენდების განაწილების შემდგომ, თუ რომელიმე პარტნიორმა დივიდენდი ვერ მიიღო, კასატორის აზრით, იგი უნდა ედავოს პარტნიორთა კრებას და არა საზოგადოებას.

უზენაესი სასამართლოს პოზიცია:

კასატორის მითითებული ნორმათა ანალიზიდან არ იკვეთება კასატორის მიერ მითითებული მოსაზრება. სწორედ წლიური შედეგების შეჯამების შემდეგ შესაძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, თუ რამდენად მომგებიანი იყო საზოგადოების საქმიანობა გასული წლისათვის და სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეიძლება დაისვას მოგების განაწილების საკითხი.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორთა კრებამ დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს საზოგადოებამ და არა პარტნიორებმა, როგორც ამას უთითებს კასატორი. პარტნიორები ახორციელებენ მმართველობით უფლებამოსილებას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით მეწარმეთა შესახებ» კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების საქმიანობას კი ხელმძღვანელობს დირექტორი ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად. ანალოგიურად წესრიგდებოდა აღნიშნული საკითხები დავის არსებობისას ამ ურთიერთობათა მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებითაც. ამდენად, საზოგადოებისათვის თანხის გადახდის დაკისრება არ გულისხმობს საზოგადოების ადმინისტრაციისათვის თანხის დაკისრებას. როდესაც თანხის გადახდა ეკისრება საზოგადოებას, გადახდევინება ხდება არა ადმინისტრაციის, არამედ საზოგადოების ქონებიდან.

პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესრულება კი უნდა მოახდინოს საზოგადოებამ, მისი ხელმძღვანელი და სათანადო თანამდებობის პირების მეშვეობით (იგულისხმება ბუღალტერი მოლარე და ა..)