#28688
BLH
Keymaster

საკუთრების უფლების შეძენა

 

 

საკუთრების უფლების შეძენის საკითხი არის სანივთო და ზოგადად სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. საკუთრების უფლების შეძენით, სუბიექტს ეძლევა საშუალება იბატონოს ყველაზე უფრო ფართო ძალაუფლებით იმ ქონებაზე, რომელზეც მან საკუთრების უფლება შეიძინა.

 

საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელია სუბიექტის ნების გამოვლენა, რომელსაც სამართლებრივი შედეგის სახით მოყვება საკუთრების უფლების შეძენა. ამდენად, საკუთრების უფლების შესაძენათ/მის დასაკარგად, აუცილებელია გარიგების დადება, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ცალმხრივი (მაგ: მემკვიდრეობით საკუთრების უფლების შეძენა, მფლობელობით საკუთრების უფლების შეძენა, ნაპოვარზე საკუთრების უფლების შეძენა და ა.შ.) , ისე ორმხრივი და მრავალმხრივი (მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების შეძენა).

 

 

საკუთრების უფლების შეძენის წესები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ქონებაზე ხდება საკუთრების უფლების შეძენა: ა. უძრავ ნივთებზე, ბ. მოძრავ ნივთებზე, გ. არამატერიალურ ქონებაზე.