#28480
BLH
Keymaster

რა არის ქონება?

როგორც უკვე აღინიშნა, სანივთო სამართალი არგულირებს სამოქალაქო სუბიექტთა ბატონობის წესებს სამოქალაქო ობიექტებზე.

სამოქალაქო სუბიექტები არიან ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, ხოლო სამოქალაქო ობიექტი ამ შემთხვევაში არის ქონება.

ქონება არის ყველა უძრავი და მოძრავი ნივთი, ასევე არამატერიალურ ქონებრივი სიკეთე.

უძრავი და მოძრავი ნივთები არიან მატერიალური – სხეულებრივი ობიექტები (მოძრავ და უძრავ ნივთებზე იხ. სტატია https://blh.com.ge/?p=26840).

რაც შეეხება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, მას მიეკუთვნება ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება, სხვა პირებს მოსთხოვოს რაიმე.(სკ 152).

მაგ: სესხის მოთხოვნის უფლება, საავტორო უფლებები და ა.შ.