მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › Reply To: სამოქალაქო პროცესი
სააღსრულებო ფურცლის/ დუბლიკატის გაცემა
(სუსგ. N-ას 1273-1201-2012)
“კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი სასა-მართლოს ამა თუ იმ განკარგულების შესასრულებლად გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-20 მუხლი ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღ-სრულებო ფურცლის გარეშე.
სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავდროულად, მითითებული კანონი ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს მიერ დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობას, კერძოდ, კანონის 23-ე მუხლი ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ფაქტის დადგენა, სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენას უკავშირებს კანონმდებელი სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას.”
