მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა › Reply To: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
ივნისი 15, 2015 at 16:25
#28424
Participant
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა (N ას-486-812-05)
აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხელშეკრულებად ცნობას და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტას 949-ე მუხლის საფუძველზე.
როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არსებობდა. როგორც წესი, ასეთ საქმეებზე ძალიან ძნელია იმის დამტკიცება მარჩენალის მხრიდან, რომ სარჩენთან ურთიერთობა არ არის დაძაბული და მასთან სამისდღეშიო ურთიერთობის გაგრძელება არის შესაძლებელი.
