#2828

@drogba said: ამ საკითხთან დააკვშირებით ერთი ასეთი შეკითხვა დამებადა… წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა კომპანიას 3 დირექტორი ყავს, მაგ: იურიდიული დეპარტამენტის , ეკონომიკური დეპარტამენტისა და კლიენტებთან ურთიერთობის უფროსები… და ვთქვათ წესდებით სამივე ამ დირექტორს მხოლოდ თავის დეპარტამენტთან დაკავშირებული გარიგებების დადება შეუძლია. რა მოხდება მაშინ, როცა ვთქვათ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გარიგებას დადებს კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში შემავალ საკითხთან დაკავშირებით??? ნამდვილი იქნება ასეთი გარიგება?

თუ ნამდვილი იქნება, მაშინ რაღა აზრი აქვს წესდებაში უფლებამოსილებების განაწილებას და მის საჯაროობას?

საინტერესო საკითხია, თუ არ არის ნდობა, ჯობია დირექტორი ერთი იყოს და დეპარტამენტების უფროსებს წესდებით ან თვითონ დირექტორმა მინდობილობით მიანიჭოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

გადანაწილებას ის აზრი აქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გარიგება ნამდვილი იქნება, დირექტორის პირადი პასუხისმგებლობა დადგება, თუ იგი უფლებამოსილების გადაჭარბებით დადებს გარიგებას.