#28238
BLH
Keymaster

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების სფერო

ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო საქმეებს საერთო სასამართლოები განიხილავენ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით. შესაძლოა ასეთი წესები სხვა ნორმატიულ აქტებშიც იყოს განსაზღვრული, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უფრო სპეციალურია მათ მიმართ, გარდა რანგით უფრო მაღალი ნორმატიული აქტებისა, მაგ: საერთაშორისო შეთანხმება, კოსტიტუცია.

საქმის წარმოება ხორციელდება სასამართლოში იმ საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის,საპროცესო მოქმედების შესრულების, გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

მაგ: თუ სარჩელი აღიძრა და საქმის წარმოება გაიხსნა ახალი სსკ-ს ამოქმედებამდე, ხოლო შემდეგ მიღებულ იქნა ახალი კანონი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ეს ახალი კანონი, იმის მიუხედავად საქმის წარმოების გახსნა/განხილვა დაიწყო თუ არა ძველი სსკ-ს მოქმედების პირობებში.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე შესრულებული მოქმედება ჩაითვლება არამართლზომიერად, უბრალოდ მოხდება, შემდეგი მოქმედებების განხორციელება ახალი კანონით, ხოლო ძველი დარჩება შესრულებული ძველით.