#2793

კი, მასეა, ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილია ხელშეკრულება მიუხედავად იმისა რა წერია წესდებაში და როგორია დირექტორის უფლებამოსილების მოცულობა. ერთგვაროვანი პრაქტიკაა, ა-361-ა-7-08 ამ გადაწყვეტილებაშიც ანალოგიური განმარტება გააკეთა უზენაესმა.

პრაქტიკულად სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 მუხლში რა პრინციპიც არის განსაზღვრული, ვლინდება იურიდიული პირის წარმომადგენელზე და წარმომადგენლად ყოფნა ქმნის პრეზუმფციას, რომ მას აქვს უფლებამოსილება დადოს კონკრეტული გარიგებები.