#2779

ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა

 

(სუსგ.ას826-1098-05) 

 

სამოქალაქო კოდექსის 563-ე მუხლის მიხედვი: ” საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით უნდა გაფორმდეს.”

 

ქირავნობის შეწყვეტა წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას და მისი ნამდვილობა დაკავშირებულია, მისი წერილობითი ფორმით გაფორმებასთან, თუმცა უზენაესი სასამართლო განმარტავს:

 

“საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, მართალია, წერილობით უნდა გაფორმდეს, მაგრამ პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქირავნობის შეწყვეტა შეიძლება ზეპირი ფორმით. პალატას მიაჩნია, რომ ფორმის ნაკლი, რომელიც წარმოიშვა წერილობითი ფორმის დაუცველობის გამო, სწორდება შესრულებით და ზეპირი ფორმის დაცვა ასეთ შემთხვევაში არ აყენებს მხარეს არათანასწორ მდგომარეობაში და ამით არ ილახება დამქირავებლის უფლებები.”