#27670

გ) შეცდომა ფაქტში- ფაქტობრივი შეცდომა ნიშნავს იმას რომ მცდარი წარმოდგენა გქონდეს ქმედების ობიექტური შემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. დამრღვევმა არ იცის სამართადარღვევის ობიექტური შემადგენლობის შესაბამისი გარემოებების არსებობის შესახებ ან იცის ამის შესახებ, მაგრამ ვერ აღიქვამს მის მნიშვნელობას.

 

ფაქტობრივი შეცდომა გამორიცხავს განზრახი დანაშაულის ქმედების შემადგენლობას და პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ გაუფრთხილებლობისთვის, ხოლო გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება გამოირიცხოს გაუფრთხილებლობაც.

 

როცა სახეზეა შეცდომა ფაქტში, პასუხისმგებლობა გამოირიცხება ისეთი სამართალდარღვევების შემთხვევაში, როცა სამართალდარღვევის ქმედების სუბიექტური შემადგენლობა მიუთითებს, რომ ამ კონკრეტული სამართალდარღვევის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ განზრახვით.